კობახიძემ არჩევნების შედეგები შეაჯამა და მიხვდა რომ “ოცნებას” ერთი ხმაც არ აუღია

ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დათვლილ ხმებს არარეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ საერთო ჯამში ოპოზიციური პარტიების მიერ დათვლილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი, საერთო ჯამში 100%-ია, რას იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთი ხმაც არ აუღია.

ამასთან კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ მომდევნო წელს ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ამომრჩეველი გასცემს პასუხს კითხვას – „არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“?

„მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა:

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ნაციონალებმა მინიმუმ 35 პროცენტი აიღეს;

პატრიოტები ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23 პროცენტმა დაუჭირა მხარი;

ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე 7 პროცენტი აქვს აღებული;

ლელო ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6 პროცენტი აქვთ მიღებული;

ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც 6 პროცენტია;

ევროპული საქართველო ციფრებს არ ამბობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ანუ, ლოგიკურად, 3,8 პროცენტის მაგივრად, მინიმუმ 5 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეთ აღებული;

ბურჯანაძე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტი აიღო;

„გირჩი“ და„მოქალაქეები“

ამბობენ, ჩვენთვის არაფერი დაუკლიათ, მაგრამ „ოცნებამ“ თავისთვის მოიმატაო. ანუ მათი შედეგი 3 და 1 პროცენტი რჩება;

იმ პარტიებიდან, რომლებმაც ნახევარი პროცენტი და ნაკლები აიღეს, რამდენიმე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბარიერი აქვთ გადალახული, ანუ ამ ყველა პარტიას 6-ის მაგივრად, 9 პროცენტი მაინც უნდა ქონდეს აღებული.

ყველა ეს შედეგი კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული ციტატებითაა გამყარებული და თუ ჩვენი ოპოზიციონერების მაღალ პასუხისმგებლობას გავითვალისწინებთ, ვერც ერთ მათგანში იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ შევიტანთ.

ახლა რაც შეეხება ჯამს: 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ზუსტად 100 პროცენტი აიღო, ანუ გაიშიფრა ამ არჩევნების მთავარი სიყალბე – თამარ ჟვანია და ცესკო ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს, როცა ეს პარტია ბუნებაში საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია. ასე რომ არ იყოს, ოპოზიციის ხმების ბალანსი ასე ზუსტად 100 პროცენტზე როგორ დაჯდებოდა.

ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე – ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე.

შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ახლა კი სერიოზულად: ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ“, – წერს ირაკლი კობახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 81
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 72
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 72
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 68
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, არ, რომ