რაც ახლა უკრაინაში ხდება…ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი და არა რუსი ხალხის

“რაც ახლა უკრაინაში ხდება ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი” – ასე მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუს ხალხს.

მისი თქმით, რუს ხალხთან ერთად, პუტინის აგრესიას შეიარაღებული ძალების წევრებიც ეწინააღმდეგებიან, რის გამოც, მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამხედროებს ოჯახებში დაბრუნების უფლება უნდა მისცეს.

“რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი, ეს არ არის რუსეთის ომი. ომს ასევე ეწინააღმდეგებიან რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისთვის აგზავნიდნენ. თქვენ ისევე, როგორ უკრაინელებს, ამერიკელებს და სხვა ხალხს, სურს იგივე საბაზისო რამ – კარგი სამსახური, სუფთა ჰაერი, წყალი და შანსი, რომ თქვენი შვილები უსაფრთხო სამეზობლოში იზრდებოდნენ. როგორ დაგეხმარებათ პრეზიდენტ პუტინის არაფრით პროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ამ ყველაფრის მიღწევაში. ჩვენ დიპლომატიისთვის კარს ღიას ვტოვებთ. სამხედრო დეესკალაციის გარეშე ძალიან რთული იქნება”, – მიმართავს ენტონი ბლინკენი რუს ხალხს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share