G&T: თუ ომი გაჭიანურდა საქართველოს ეკონომიკა შემცირდება

პირველი სცენარის მიხედვით, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომი 1-2 თვის განმავლობაში დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, მაშინ საინვესტიციო კომპანია პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით გაიზრდება, ეს მაშინ, როცა ომის დაწყებამდე ჩვენი ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5-6%-ის ფარგლებში იყო. ამასთან, აღნიშნული სცენარის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნება, ინფლაციის დონის მხოლოდ 7%-მდე შემცირება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 9.5%-მდე ზრდა, ხოლო დოლარის კურსის 3.25 ლარის ფარგლებში დაფიქსირება.

რაც შეეხება მეორე სცენარს, მოცემული სცენარი ომის გაჭიანურებას ითვალისწინებს. მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე G&T ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს არა თუ გაიზრდება, არამედ 1%-ით შემცირდება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი 11%-მდე გაიზრდება. რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს, კომპანია აღნიშნავს, რომ ომის გაჭიანურება ინფლაციას 9%-ის ფარგლებში დააფიქსირებს. რაც შეეხება გაცვლით კურსს, მოცემული შედარებით პესიმისტური სცენარის მიხედვით მიმდინარე წელს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3,4 ლარს მიაღწევს.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share