“ევროკავშირში ჯერ მხოლოდ განაცხადის თემას ვერ ინაწილებს ჩვენი საზოგადოება”-გამზარდია

ევროკავშირში ჯერ მხოლოდ განაცხადის თემას ვერ ინაწილებს ჩვენი საზოგადოება.
დაწყნარდით.
სინამდვილეში, ეს არის დამსახურება:
პირველ რიგში აქციაზე მოსული ხალხის, რომელმაც ყველაფერს შინაარსი მისცეს, საქართველოს რეაქციასაც, ხელისუფლების ქცევასაც, საზოგადოების განწყობასაც და ა.შ.
მეორე რიგში, საქართველოს პრეზიდენტის, რომელმაც ელემენტარული პრესტიჟი დაიცვა ჩვენი სახელმწიფოსი და ასე თუ ისე, სახე შეგვანარჩუნებინა.
მესამე რიგში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, რომლებმაც ამ ყველაფერს ინსტიტუციური და კომუნიკაციური შინაარსი შესძინეს.
და მეოთხე რიგში, ხელისუფლებისაც, რომლებსაც ეყოთ გონიერება, ამ ნაწილში მაინც არ წასულიყო საზოგადოების წინააღმდეგ და მოიწადინა ამ აქტის შესრულებაზე თანხმობა.
თუმცა, აქ არის წინ უზარმაზარი სამუშაო, რომელშიც ასევე ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც, მთლიანად ყველამ, თუ მართლა გვინდა და მხოლოდ სპეკულაცია არ არის ევროკავშიში გაწევრიანებაზე ლაპარაკი.
წერს არჩილ გამზარდია

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share