უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსული ენერგეტიკული კომპანიის, Rosneft-ის აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს იახტა ჩამოართვა.
საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საბაჟო აგენტებმა გემი ღამით დააკავეს.
იახტა 3 იანვარს სარემონტო სამუშაოების გამო ჩავიდა მარსელში, ლა სიოტაში. პორტის დატოვება 1 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ როცა გემი შეამოწმეს, ის სასწრაფოდ გასასვლელად ემზადებოდა ისე, რომ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები დასრულებულიც არ იყო.
საფრანგეთმა ამ კვირაში განაცხადა, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსების საკუთრებაში არსებულ ფინანსურ აქტივებს და ფუფუნების საგნებს შეისწავლის, რომლებიც შესაძლოა EU-ს სანქციებს დაექვემდებარონ.