ბელარუსელი ჯარისკაცები უკრაინაში შესვლაზე უარს ამბობენ – დაზვერვა

უკრაინული ტელეგრამ არხები დაზვერვის წყაროს დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბელარუსში, ქალაქ გომელთან, ბელარუსის არმიის ჯარისკაცებმა უკრაინის საზღვრისკენ წინსვლაზე ბრძანება მიიღეს, თუმცა მის შესრულებაზე უარი თქვეს. გავრცელებული ინფორმაციით, წვევამდელებს “ეშინიათ და არ სურთ ბრძოლა”. მეთაურები კი ჯარისკაცებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან.

ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share