გურიის მოამბე

ზელენსკი თბილისში ხვალ აქციის მონაწილეებს ჩაერთვება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს მიმართავს.

ამის შესახებ ინფორმაცია tv პირველის ეთერში გაჟღერდა.

ზელენსკის ჩართვა აქციაზე, ხვალ, 4 მარტს, 20:00 საათზეა დაგეგმილი.

“ახლა როგორც მაცნობებენ, ხვალ, საღამოს 8 საათზე, საპროტესტო აქციაზე, დაიგეგმა და განხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა. ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც. ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights