Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია უკრაინაში მიმდინარე ომს და პუტინთან ომში მიხეილ სააკაშვილის გამოცდილებაზე სოციალურ ქსელში წერს:
“მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, პირველ რიგში როგორც საქართველოს მოქალაქემ და საქართველოს გულშემატკივარმა. ის რაც დღეს ხდება უკრაინაში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ნაცნობი და მტკივნეული წარსული კი არაა, აწმყოა. უბრალოდ ჩვენ სამწურახოდ, მორიგ ჯერზე, ვერ აღვიქვამთ ამ მოვლენებს გლობალურ ჭრილში.
დღეს ყველას, მათ შორის მეც, გვჯერა და ვგულშემტკივრობთ უკრაინის პრეზიდენტის, ვხედავთ უპრეცენდენტო ერთიანობას უკრაინელებში, გვეამაყებიან და გაოცებულები ვართ მათი სიმამაცით.
სამწურაროდ, რუსეთის აგრესია, რომ შეეხო საქართველოს და დღესაც გრძელდება, ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა და საქართველოს ამდროინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამაზე მოაწყვეს პოლიტიკური სპეკულაცია და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, პირდაპირ რომ ვთქვათ, „ამკობდნენ კომპლიმენტებით“ და ომის დაწყებას აბრალებდნენ.
დღეს ვხედავთ, რომ ყველა პრეზიდენტ სააკაშვილის პროგნოზი იყო რეალური, უბრალოდ ყურს არავინ უგდებდა. დღეს ამაში მაინც ხომ დავრწმუნდით? მან არ დაუშვა აგრესორის თბილისში შემოსვლა, დიდი მსხვერპლი და დროულად შეაჩერა ომი. პუტინთან ომში პრეზიდენტ სააკაშვილი არის ყველაზე გამოცდილი და მისი გამოცდილება დღეს ჭირდება უკრაინასაც. და ეს ადამიანი დღეს არის პუტინის პატიმარი და სად? თავისივე აშენებულ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ არავინ თითს არ ანძრევს მის დასახსნელად. ჩვენ დღეს, ბოლო-ბოლო უნდა მივხვდეთ, რომ პროცესები, რაც ხდება საქართველოში და უკრაინაში, არის ერთი საერთი სურათის ნაწილი. ხოლო უკრაინა ჩვენგან განხვავებით ებრძვის ამას და ჩვენ პრეზიდენტ სააკაშვილს ვებრძვით.
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს! ხოლო გახსოვდეთ, რომ საქართველოს გადამრჩენელი აგრესორთან 2008 წლის ომში დღეს ციხეში გვიზის.
და ბოლოს წარმოიდგინეთ რომ ამ ყველაფრის მერე უკრაინელებმა ზელენსკი პიჯაკების საქმეზე გაასამართლონ!”, – წერს ჭყონია.