“ლადო კახაძე იტყვის ბიძინას სადღეგრძელოს, გამოაგორებენ როიალს”…როგორ წარმოუდგენიათ ხვალინდელი პარლამენტის სხდომა

ხვალ, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნება” იქნება წარმოდგენილი, 90 დეპუტატით. როგორ წარმოუდგენია ხვალინდელი სხდომა ენმ-ის ერთ ერთ წევრს, სალომე სამადაშვილს, ის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე შემდეგს წერს: “ხვალინდელი სხდომის გახსნა დაახლოებით ესე წარმომიდგენია-ლადო კახაძე იტყვის ბიძინას სადღეგრძელოს და მიუძღვნის ლექსს, ტრიბუნაზე გამოაგორებენ როიალს, ელისო ბოლქვაძე აკომპანიმენტს გაუწევს ბიძინას დიდების ჰიმნს, ბიძინას ზოოპარკის გუნდის შესრულებით” – წერს სამადაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share