”დაუნდობელი ყვირილი მინდა, როცა უკრაინაში პატარები იხოცებიან, თან ,,ერთმორწუნე” ერის მიერ…”

”დაუნდობელი ყვირილი მინდა, როცა უკრაინაში პატარები იხოცებიან, თან ,,ერთმორწუნე” ერის მიერ…
თვალწინ მიდგას ყველა რუსეთუმე და სიმშვიდის ძალას ვკარგავ…
თან არ მინდა, ის სიტყვები ვაკადრო, რასაც ნამდვილად იმსახურებენ…
გაუსაძლისად აუტანელია, ამ ყველაფრის მოთმენა… იმის მოსმენა, რომ ,,მაინც რუსეთი სჯობს” ევროპას…
როგორ დგახართ ტაძარში და როგორ ლოცულობთ, როგორ კითხულობთ სახარებას, როგორ ქადაგებთ სიყვარულზე, როგორ მიკითხავთ მორალს, როგორ იმეორებთ, რომ ,,საბოლოო ხსნა მაინც რუსეთშია”…
ეს არის სადიზმი, ვანდალიზმი, ფაშიზმი…
რუსეთის მეხოტბე ,,ქრისტიანებო”, თქვენზე ამბობს ქრისტე-,,თვალ ასხენ და ვერ ხედავენ, ყურ ასხენ და არა ესმით”…
ჰო, სამუდამოდ დაბრამვდით და დაყრუვდით, როცა ამდენი ბავშვის გოდება არ გესმით, როცა ამდენ მკვლელობას და ტაძრების დაბომბვასაც ვერ ხედავთ…
ეს ხომ ქვესკნელია!..” – წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share