პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ცვლილებებს, რომელზეც მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი საუბრობს, პარლამენტში მინიმუმ 113 კაცის ყოფნა სჭრიდება.
“მე ვემხრობი პარლამენტში შესვლის გზას, მაგრამ ყველა ერთად უნდა შევიდეს. მარტო ალეკო ელისაშვილი და 1–2 კაცი თუ შეპროწიალდება, იმ ცვლილებებს, რაზეც ვითომ შეთანხმდებიან, 113 კაცი სჭირდება. თუ არ იქნება 113 კაცი, რომც უნდოდეს ხელისუფლებას, ფიზიკურად ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე ესაც ფარატინა ქაღალდი და ტყუილების ლაპარაკია, მეტი არაფერი. თუ არ არის 113 კაცის შევსების გარანტია, მაშინ ეს ალეკოს ლაპარაკები და არგუმენტები აბსოლუტურად ტყუილია”,– ამბობს ხუხაშვილი ტვ პირველის ეთერში.
მისივე თქმით, ელისაშვილით იმედგაცრუებულია, რადგან ყველას კომენტატორი გახდა.
“ყველამ თავისი თვითონ თქვას, როდესაც ელისაშვილი ლაპარაკობს, სხვები რას ფიქრობენ, ეს არის არაკორექტული. ერთი მხრივ, მორალზე და ზნეობაზე ლაპარაკობს და ამავე დროს ამბობს – ის ამას ფიქრობს, ეს ამას ფიქრობს. შე კაი ადამიანო, თვითონ იტყვიან, რას ფიქრობენ, ყველას კომენტატორი რომ გახდი, ეს რა საშინელებაა, სულ ხომ არ უნდა დაკარგო ადამიანმა სახე, როგორ შეიძლება ასე საუბარი სხვების მაგივრად”,– ამბობს გია ხუხაშვილი.
ალეკო ელისაშვილი მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციის 4–ვე მოთხოვნაზე თანახმაა, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ევროპულ საქართველოს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს. ელისაშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს მძევლად ჰყავს აყვანილი.