ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე ელოდებიან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვასაც.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ უკრაინის მხარდამჭერი ბანერები და საქართველოსა და უკრაინის დროშები.
რუსთაველზე შეკრებილები არიან პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებიც.
მასშტაბური აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.