გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა:
“ალბათ ათასობით ადამიანის სათქმელს გამოვხატავ, თუ გეტყვით: ყველა ძალიან დაიღალა! ხალხს მოჰბეზრდა ამდენი ვიგინდარა და მედროვე ადამიანის ყოფნა ქართულ პოლიტიკაში. საშინელი
“რაც უნდა თქვან, რაც უნდა ამტკიცონ, ხომ იციან, რომ ამ არჩევნების შედეგი ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაც აღიარეს? ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არც ერთ წამს არ დავკარგავდი იმაზე სახვეწრად, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო…”
“საზოგადოება მთავარ საკითხებში მაინც უნდა
შეთანხმდეს, რომ მუდმივი დაპირისპირებითა და კინკლაობით ქვეყანა არ დავაზიანოთ. დაპირისპირება და ორპოლუსიანობა ნებისმიერი ჩვენგანისთვის მოსაბეზრებელია, მაგრამ არც ამ სექტის გამართლება შეიძლება! ესენი რომ პოლიტიკოსები იყვნენ, პარლამენტში შესვლით უფრო მეტს მიაღწევდნენ, რადგან ხელში სერიოზულ ბერკეტებს ჩაიგდებდნენ, თუმცა, პოლიტიკა მათთვის უცხო ხილია…”
“მე ახალგაზრდობა პანაცეად სულაც არ მიმაჩნია. უჭკუო და დეგენერატი ახალგაზრდაც მინახავს და “ძველგაზრდაც”, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა პროფესიონალებმა უნდა გადაარჩინონ, რომლებიც თავიანთ საქმეს უჩუმრად აკეთებენ. ქართულ პოლიტიკაში წესიერი ხალხი უნდა იყოს და არა უნიჭო მედროვეები და ვიგინდარები!..”
ინტერვიუს სრულად ჟურნალ “გზის” 10 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.