დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, საომე ზურაბიშვილი გახსნის. პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, სხდომას სპიკერის არჩევამდე, პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.