დიდი შვიდეულის ქვეყნები მზად არიან რუსულ საწვავზე უარი თქვან

G7-ის ქვეყნები მზად არიან დროთა განმავლობაში უარი თქვან რუსულ საწვავზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ,,ტვიტერის” გვერდზე წერს.

მისი თქმით, ერთად დიდი შვიდეულის ქვეყნები მხარს დაუჭერენ უკრაინას და გაანადგურებენ რუსეთის ეკონომიკას.

„G7-ის კოლეგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ევროკავშირიდან, კანადიდან შევთანხმდით, რომ დროთა განმავლობაში უნდა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ საწვავზე. ერთად ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, გავანადგურებთ რუსეთის ეკონომიკას სანქციების გზით და უზრუნველვყოფთ იმას, რომ პუტინი დამარცხდეს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share