გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ რუსული ძალები უკრაინის კიდევ ერთ, სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდებიან.
“რუსული ძალები ახლა 20 მილის მანძილზე არიან უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტიდან და მას უახლოვდებიან”, – ამბობს ელჩი.
უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ზედამხედველი ორგანოს ცნობით, სიმძლავრის თვალსაზრისით, უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტი მიკოლაევში მდებარე იუჟნუკრაინსკის ატომური ელექტროსადგურია.
“პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, უნდა დაასრულოს ომი და შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”, – დასძინა ელჩმა