PayPal-ი რუსეთში მუშაობას ოფიციალურად წყვეტს

ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal-ი რუსეთში მუშაობას ოფიციალურად წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

PayPal Holdings Inc-მა თავისი სერვისები რუსეთში უკვე დახურა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება “ამჟამინდელი გარემოებების” მოტივით მიიღეს და შეუერთდნენ ბევრ ფინანსურ და ტექნიკურ კომპანიას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share