გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში აღიარებული ვარსკვლავი ქვეყნიდან კერძო თვითმფრინავით, ოჯახთან ერთად გაფრინდა. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ალა პუგაჩოვას მეუღლე, შოუმენი მაქსიმ გალკინი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ომი დაგმო.
არსებობს თვითმხილველი რომელიც ამბობს, რომ მან პუგაჩოვა უმცროს შვილებთან ერთად, ვნუკოვოს აეროპორტში შენიშნა.
ვარსკვლავურ ოჯახს ქვეყნის დატოვების ფაქტი არ დაუდასტურებია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, რაც რუსეთში აღარ არიან.
უცნობია რომელ ქვეყანაში იმყოფება მომღერლის ოჯახი ამ დროისთვის.