უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ოზურგეთში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთებისა და არამალფუჭებადი პროდუქტების შესაძენად იქნება გათვალისწინებული.
ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქვთ შესაძლებლობა, უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი შემოწირულობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში – სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მიიტანონ.
აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ:
ოზურგეთის მერია – 557 220 740;
ასევე გახსნილია სახაზინო კოდი, სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა: 300908800