ყველა ქალაქში, სადაც მტერია შესული, გამოდით ქუჩებში, გააპროტესტეთ, გზები გადაკეტეთ – ზელენსკის ახალი მიმართვა

ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელებს მოუწოდებს, იბრძოლონ საკუთარი თავისთვის, საკუთარი უფლებებისა და პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისთვის.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, რომელიც უკრაინელებმა არ უნდა დაიჯერონ. მას მაგალითად მოჰყავს იმ ქალაქების მოსახლეობის ბრძოლა,რომლებიც შეიარაღებულ ოკუპანტებს , შიშველი ხელებით წინ უდგებიან და სიცოცხლის რისკის სანაცვლოდ, წინააღმდეგობას უწევენ:

“ღირსეულო უკრაინელო ერო, შენი სულიერების უმაღლეს საფეხურზე ხარ. ფრონტის ხაზზე მყოფი ყოველი სამხედრო მოსამსახურე, ყოველი ექიმი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს არჩენს, მკურნალობს , ყოველი მეხანძრე, რომელიც ცეცხლს აქრობს, ყოველი დამსაქმებელი, რომელიც მუშაობს და ათობით სხვადასხვა პროფესიის მილიონობით ადამიანი, ერთ მუშტად შეიკრა.

პროგრამისტები, რომლებიც სამხედრო საინფორმაციო სამსახურში წავიდნენ, ყველა ვინც ტერიტორიულ დაცვაში გაერთიანდა, მასწავლებლები, აღმზრდელები, რომლებიც ბავშვებს არ ტოვებდნენ, პოლიცილები და სახელმწიფო მოსამსახურეები, შეტევები ყველამ ერთად მოვიგერიეთ. ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ სახელმწიფოს, რაც თავდაჯერებულობას გვმატებს. ეს უბრალო სიტყვები არ არის. ეს უბრალო სიტყვები, ან უბრალო რწმენა არ არის, ეს სინამდვილეა. ეს რეალობაა, რომელიც ჩვენი ხალხის ენერგიით საზრდოობს. ჩვენი ხალხის წინააღმდეგობით, პროტესტებით, რომლებიც ხერსონში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში და კონოტოპში, ასევე ყველა ქალაქსა და სოფელში  იმართება, მტერს დევნიან თავისი მებრძოლი სულით, თავისი ერთიანობით, ხერსონის თავისუფლების მოედანი მთელ უკრაინას განასახიერებს. კონოტოპი, სადაც ადგილობრივები ოკუპანტებს უყვირიან, ესეც უკრაინაა. უკრაინა, რომელიც გვიყვარს, ვიცავთ და არავის დავუთმობთ, არც ერთ მტერს.

განსაკუთრებული გმირობაა გამოხატო პროტესტი მაშინ, როდესაც შენი ქალაქი ოკუპირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იქ დროებით არიან. როდესაც შიშველი ხელებით ხარ, მაგრამ ცეცხლით გპასუხობენ და შენ არ გარბიხარ. როდესაც ჯავშანჟილეტი არ გაცვია, მაგრამ ტანკები გიტევს, თუმცა ნაბიჯს არ იცვლი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ოკუპაცია დროებითია.

ჩვენი უკრაინელები უკან არ იხევენ, არ ნებდებიან, წინააღმდეგობას არ წყვეტენ და ოკუპანტს უყვირიან, რომ თავიანთ სახლებში წავიდნენ ისევე, როგორც ცნობილი რუსული გემი.

პროტესტითა და მტრის დამცირებით დაბრუნებული ყოველი სანტიმეტრი ჩვენი მიწისა, გამარჯვების გამოძახილია. მთელი უკრაინის გამარჯვება. ეს არის უკრაინელებისთვის ცხოვრების დამატებითი შანსი.

ყველა ქალაქში, სადაც კი მტერია შესული, გამოდით ქუჩებში, გააპროტესტეთ, გზები გადაკეტეთ, სადაც კი შესაძლებლობა გაქვთ, ყველა ადგილიდან განდევნეთ ეს ბოროტება, რათა ჩვენგან ახალი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები არ შექმნან, სადაც ადამიანური ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია და მხოლოდ მონობაა და მხოლოდ მუხლზე დაჩოქება.

გავიხსენოთ თუ როგორ ამბობენ დონბასზე, რომ მისი დაჩოქება შეუძლებელია. ეს სიტყვა დონეცკსა და ლუგანსკში ყველამ იცის. ადრე ამას ხშირად იმეორებდნენ, ახლა კი რა ხდება? მივმართავთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ყველას, ვისაც ჩვენი ესმით, რომლებსაც პროპაგანდით ტვინი არ გამოურეცხეს, ვინც სულიერად არ დაამახინჯეს და არ შეაშინეს, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი თავისუფლებისთვის და უკრაინისთვის, ისევე როგორც ამას აკეთებს ხერსონი, ბერდიანსკი, კიევი და სხვა უკრაინული ქალაქები.

ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა დაიჯერა თითქოს უკრაინას არ უყვარხართ, ან თითქოს თავს დაგესხმევათ, ან თითქოს გაგანადგურებთ. რუსი მატყუარები ამ ინფორმაციას რუსულ ტელევიზიებში ყოველ დღე ავრცელებენ. თქვენი მოტყუება მათი სამსახურია, მაგრამ ეს თქვენი ბედისწერა არ უნდა გახდეს. უბრალოდ ერთმანეთს შეადარეთ დონეცკი 8 წლიანი ომისა და ხარკოვი 8 დღიანი ომის შემდეგ. თქვენ გეუბნებიან, რომ ქალაქებს ჩვენ ვანადგურებთ. შეხედეთ ხარკოვს, ჩერნიგოვს, სადაც 500 კილოგრამიანი ბომბები ცვივა, ანგრევდნენ უკრაინულ სახლებს და ადამიანებს ხოცავდნენ, კლავდნენ ბავშვებს, ამასთან შეხედეთ ბოროდიანკის დაბომბილ სკოლებს, შუაში გახლეჩილ საბავშვო ბაღებს, ხარკოვის უსპენსკის მონასტერს, ყველაფერს, რაც კი რუსეთმა გააკეთა. ეს ყველაფერი ხომ თქვენ თვალწინ ჩაიდინა. გირჩევთ, თავი დაიცავით, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს თქვენც წაგართმევთ, დაანგრევს თქვენს სახლებს. უკრაინა თავისიანებს არ ესვრის, სახლებს არ ვაფეთქებთ და დონბასელები ჩვენთვის ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან უკრაინელები, როგორც ლუგანსკში, ასევე დონეცკში, ხერსონშიც, ბერდიანსკშიც, მელიტოპოლშიც, კონოტოპშიც, ყველა უკრაინულ ქალაქში. დიდება უკრაინას.” ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share