“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “ევროპული საქართველო”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ლელო საქართველოსთვოს”; “ლეიბორისტული პარტია”; “ერთიანი საქართველო” – ოპოზიციური პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეზოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
“დღეს ისტორიული დღეა ვინაიდან, როგორც არასოდეს საზოგადოება არის ერთიანი გაერთიანებული სიმართლის გარშემო. დღეს ჩვენ აქ ვეუბნებით უარს ძალაუფლების მიმტაცებელს გარიგებასა და თანამშრომლობაზე. აქ, ვინც ვართ წარმოდგენილი ჩვენს უკან დგას ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და იქ ახლა [პარლამენტში] პარალელურად შეკრებილი არიან ადამიანები, ვინც წარმოადგენენ მხოლოდ ერთ ადამიანს, ის არ არის ერთ პარტიული პარლამენტი, ის წარმოადგენს ერთი კაცის პარლამენტს”, – ამბობს ნიკა მელია
“მცდელობა ივანიშვილისა მოეხდინა ხელისუფლების უზურპაცია, დაემყარებინა დიქტატურა ჩავარდა და დღეს ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ მას ვერავინ დაჩაგრავს და მე მოვუწოდებ მთელ დემოკრატიულ სამყაროს არ სცნონ ეს შეკოწიწებული პარლამენტად წოდებული ქართუ ჯგუფიდან გამოვარდილი ივანიშვილის ჯოგი”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი
აქვე გეტყვით, რომ პარლამენტის შენობაში უკვე იმყოფებიან პრეზიდენტი, მმართველი პარტიის დეპუტატები, ასევე, იქ უკვე მივიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პარლამენტის შენობაში მივიდა ასევე პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო. პარლამენტის გარეთ კი, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მიმდინარეობს.
მსგავსი სტატიები
- 55
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 48
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა,- ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა,…
- 47
„ამ არჩევნებით, უფრო სწორედ პარტიის თავმჯდომარის არჩევის ამ ინოვაციური და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო ფორმის წარმატებულად დანერგვით კიდევ ერთხელ გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“,- ამის შესახებ პარტიის ახლადარჩეულმა თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელია ამბობს, ენმ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისაა პარტია, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში შემოაქვს ნოვაცია და ტრადიციად ამკვიდრებს მას. „დიახ, გავიმარჯვეთ ჩვენ ყველამ ერთად…
- 46
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ საშობაო მილოცვა გაავრცელეს. "მე და ჯილი თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრისთვის ძალიან რთული წელი იყო...ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს უჭირს სამსახურის პოვნა, საკვების შოვნა, ქირის თუ სესხის გადახდა. ეს გვახსენებთ, რომ დედამიწაზე იმისთვის ვართ, ვიზრუნოთ…