ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტია- ასე აფასებს ქართული ოცნების ახალი სახე, თამარ ტალიაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტს, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიულად შეიკრიბება. დეპუტატს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ერთპარტიულ პარლამენტში ყოფნა უქმნის თუ არა დისკომფორტს.
“ეს არათუ ერთპარტიული პარლამენტი არ არის, ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული, პლურალისტური პარლამენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ ე.წ პოლიტიკურ კრიზისთან, ის ეფუძნება სიყალბეს და, აქედან გამომდინარე, მას არ აქვს პერსპექტივა…”