მსოფლიოში ადამიანების უმეტესობას მშვიდობა სურს.
ერთადერთი ხალხი, ვისაც ომი სურს, არიან ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამით სარგებლობა მიიღონ.
მსოფლიოს სხვა ქვეყნები რუსეთთან ეკონომიკურ ომს აწარმოებენ, რათა პუტინის რეჟიმმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწიოს და აქედან სამწუხაროდ მდგომარეობა მხოლოდ უარესობისკენ მიდის.
საშინელ მდგომარეობაში ჩაგაყენეს, მაგრამ თქვენი ერთადერთი ვარიანტი ეკონომიკური კოლაფსის და პოტენციური მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად არის მოქმედებების განხორციელება ომის, რეჟიმისა და ვლადამირ პუტინის წინააღმდეგ.
მსოფლიოს არ უნდა თქვენი ტანჯვა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი მთავრობები ყველას პაიკებივით გვექცევიან ჭადრაკის გრანდიოზულ თამაშში, პუტინმა კი რუსეთის მოსახლეობა მსხვერპლად დააყენა.
ამ ეტაპზე, ყველაზე მშვიდობიანი გზა, რითაც შეიძლება ეს კონფლიქტი დასრულდეს, იქნება რუსი ხალხის პუტინის წინააღმდეგ აღზევება და მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება. ჩვენ ზურგს გიმაგრებთ და ჩვენ გაგიწევთ კიბერ დახმარებას მთელი ბრძოლის განმავლობაში.
ჩვენ ანონიმურები ვართ.
ჩვენ ლეგიონი ვართ.
გველოდეთ!
აღნიშნულ მიმართვას, ჰაკერული დაჯგუფება ANONYMOUS-ი ავრცელებს და ის რუსეთის მოქალაქეებს ეძღვნება.
ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, ჰაკერებმა რუსული FSB-ს საიტი გათიშეს – დაჰაკულია კიდევ რამდენიმე რუსული მედიის ვებგვერდიც.