“ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება”

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ მეზობელ და მეგობარ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, პროვოკაციების მიუხედავად ქვეყანას მშვიდობას შეუნარჩუნებენ და შენება მკტიცედ უნდა გაგრძელდეს.

“ჩვენ მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება”, – თქვა ღარიბაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share