მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს- რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მარხვა დაიწყო.
“როგორც ჩანს, გადაიტანა კოვიდი, მსუბუქი ფორმებით ხდება ხოლმე, ბოლო შტამი ეგეთია და უკვე გამოჯანმრთელებულია. დღეიდან მარხვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ეს ის თემა არაა, რაშიც მე შეიძლება, ჩავერიო, ეს პროტესტის ფორმაა”,- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება კი ამ დრომდე არ ეძლევა არც კონსილიუმის ექიმებს და არც მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს