“ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთში, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას იწყებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  ოზურგეთში უკრაინის დასახმარებლად  ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას იწყებს, რომელიც უკრაინაში ოზურგეთის სახელით გაიგზავნება.
ამის შესახებ ინფორმაციას  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს:
“ძვირფასო ოზურგეთელებო
შევიტანოთ ჩვენი წვლილი უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ვიწყებთ ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას, რომელიც ოზურგეთელების სახელით გაიგზავნება უკრაინაში.
დაინტერესებულმა პირებმა 10: 00 დან 18:00 საათამდე მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ვიქტორ დოლოძის N 13,
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონულო ორგანიზაციის ოფისი.
ტელ: 595311000
595306032
599193131
599919219″.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share