მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერად ირაკლი კობახიძე აირჩია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ამასთან, პარლამენტმა დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია 87-87 ხმით უკვე აირჩია.
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა გახსნა.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერენ.