Yandex-ის დირექტორთა საბჭო ორმა წარმომადგენელმა და VK-ის დირექტორთა საბჭო ხუთმა წევრმა თანამდებობა დატოვა.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, უცხოური კომპანიები აჩერებენ ან წყვეტენ საქმიანობას რუსეთის ფედერაციაში, ხოლო უცხოელები ტოვებენ დირექტორთა საბჭოებს.
EU-მ რუსეთს დაუხურა საჰაერო სივრცე, რუსული ბანკები გაითიშა SWIFT-დან, გაიყინა ცენტრალური ბანკის აქტივები. დასანქცირდნენ რუსი ოლიგარქები, ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და სპორტსმენები.