კორონა ვირუსი და ინფიცირებულები-რა განსხვავებაა საქართველოსა და საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემებს შორის

როგორია კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომა საფრანგეთში და როგორ ხდება სხვადასხვა დონეზე ამ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, ამაზე საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი წერს: “ხო, ახლა აგიხსნით რა განსხვავებაა საქართველოს და საფრანგეთის ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას შორის. მას შემდეგ, რაც დაგვიდასტურდა კოვიდი19, დილის 8სთ-დან საღამოს 11-სთ-მდე გვირეკავს დაახლოებით 5 ორგანიზაცია. გვკითხულობენ ხომ არაფერი გვიჭირს; გვაფრთხილებენ, თუ სუნთქვის უკმარისობა გვაქვს სასწრაფოდ შევატყობინოთ რათა ოპერატიულად მოხდეს სამედიცინო ჩარევა; გვთავაზობენ მომსახურების სერვის სახლიდან გაუსვლელად; გვინაზღაურებენ გაცდენილ სამუშაო საათებს და დამატებით 14 დეკემბერს და 5 იანვარს გვირიცხავენ 150-150 ევროს პრემიის სახით. (თან ბოდიშს გვიხდიან ამ მცირე-ოდენზე) უსასყიდლოდ გვიგზავნიან სადეზინფექციო საშუალებებს. მორალური მხარდაჭერისთვის გვთავაზობენ ფსიქოლოგებთან ონლაინ გასაუბრებას; მოკლედ: გვეუბნებიან რომ ჩვენ ვართ სახელწიფო და თქვენ ხართ მისი არსებობის მთავარი წყარო, ამიტომ ვალდებულები ვართ გადაგარჩინოთო. საერთოდ არ გვჭირდება ნაცნობობა და ვინმეს შეწუხება. პირიქით აქეთ მაწუხებენ ამდენი რეკვით :)-წერს სულაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share