ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, საარჩევნო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკოს უკვე მიმართეს, მათ შორის არიან:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ევროპული საქართველო;
- ლელო;
- ლეიბორისტული პარტია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3-დღიანი ვადა აქვს, რათა განაცხადები განიხილოს.
ცესკოში დღეს არ მივიდნენ გირჩის, პარტია მოქალაქეებისა და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები.
“სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკოში ჩავაბარეთ. სტრატეგია აღმაშენებელმა 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია მთლიანად ჩაიხსნა.
დღეს შეიძლება ყოფილიყო სხვა დღე საქართველოში, დღეს შეიძლება ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, ყოფილიყო კოალიციური მთავრობის ფორმირება. ამის ნაცვლად მვიიღეთ ერთპარტიული პარლამენტი”, – განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლდიერმა სერგო ჩიხლაძემ, რომელიც ცესკოში განცხადების შესატანად მივიდა.