ნატოს თუ არ უნდა, ან ვერ ახერხებს უკრაინის თავზე ცის “დახურვას”, ჩვენ თვითონ დავხურავთ, იარაღი მოგვეცით – დანილოვი

ნატოს თუ არ უნდა, ან ვერ ახერხებს უკრაინის თავზე ცის “დახურვას”, ჩვენ თვითონ დავხურავთ, იარაღი მოგვეცით – ასე მიმართვას საერთაშორისო პარტნიორებს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი.

ოლეგ დანილოვი დასავლეთისგან მოითხოვს გადასცენ იარაღი, რომელიც ახლა შეფუთული დევს. ის მადლობას უხდის აქამდე გაწეული დახმარებისთვის ყველას, თუმცა ამბობს, რომ გადამწყვეტი სწორედ ცის დაცვაა:

“მადლობელი ვართ თითოეული პარტნიორის, ვინც ხმა მიეცით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად და თითოეული სიტყვისთვის ჩვენ მხარდასაჭერად.

მადლობას ვუხდით ჩვენს ბრიტანელ, კანადელ და ჰოლანდიელ მეგობრებს მათი ბოლო ინიციატივისთვის, უკრაინის მხარდამჭერთა საერთაშორისო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

მაგრამ სწორედ ახლა, ამ წუთს, ამ დღეს გვჭირდება რაც შეიძლება მეტი გადაუდებელი და პრაქტიკული დახმარება, რომლის უზრუნველყოფაც, უკრაინის გამარჯვება და დამარცხება დასავლეთზეა დამოკიდებული, უკრაინის ცის დაცვა –

ამაზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა რუსეთი ჩვენი ბავშვების და ქალების, ჩვენი მშობლების და მოხუცების დახოცვას” წერს დანილოვი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share