“მე მიმაჩნია, რომ ვინც დღეს შევიდა პარლამენტში, ისინი ავიდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის შესრულების პროცესში. ისინი არიან ჩვეულებრივი უზურპატორი დაჯგუფება, რომელმაც უკანონოდ აიღო ხელისუფლება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ “ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ დღეს “ნაცი” გაცილებით უკეთესია, ვიდრე “ქოცი” , რომელიც “ერთი კაცის კერძო ინტერესებს ემსახურება”
“”ნაცი, რომელიც დღეს მორალურ პოზიციაზე დგას, გაცილებით უკეთესია ქართული ოცნების იმ მომხრეზე, რომელიც 2012 წელს შეიძლება მორალურ პოზიციაზე იდგა, მაგრამ დღეს ერთი კაცის კერძო ინტერესებს ემსახურება”, – განცხადა გედევან ფოფხაძემ.