”ერთკვირიანი ინტენსიური ძიების მერე, “ალტინფო” რომელიც ნამდვილ ვინაობას მალავს და კონსერვატორების სახელს ამოფარებული ეძებს საოფისე ფართს, ამ წუთამდე უოფისოდ რჩება.რადგან,ვისთანაც არ მივიდა და ვინც კი გაარკვია მათი რეალური წარმოშობა,ყველამ უარით გამოისტუმრა.
მადლობა ყველას .
პ.ს თუ რა ფარული კავშირები აქვს ამ პირდაპირ პრორუსებს ხელისუფლებასთან,ამის კონკრეტულ მტკიცებულებებს მალე გავაცნობთ საზოგადოებას.
გპირდებით,სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს,გამხელთ ყველას!” – წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში.