”თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი მიმართვა, როგორიც ზელენსკის ჰქონდა”

პარლამენტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი მიმართვა, როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი წერს.

“რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რათა პუტინის თავდასხმა დასრულდეს და უკრაინა სამუდამოდ თავისუფალი იყოს”, – წერს ბორის ჯონსონი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრებს სიტყვით მიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share