CNN – რუსეთმა უკრაინაში მობილიზებული საბრძოლო ტექნიკის 8-10 პროცენტი დაკარგა

რუსეთმა სამხედრო მოქმედებებისას უკრაინაში მობილიზებული საბრძოლო ტექნიკის 8-10 პროცენტი დაკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტექნიკის ნაწილი განადგურებულია ან წყობიდან არის გამოყვანილი. განადგურებულია ტანკები, თვითმფრინავები და სხვა სამხედრო ტექნიკა.

CNN-ის ცნობით, გასულ კვირას დაფიქსირებული დანაკარგი ფაქტობრივად გაორმაგებულია, რადგან აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სამხედრო ტექნიკის 3-დან 5 პროცენტამდე დაკარგა.

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, სამხედრო ოპერაციისას უკრაინის სამხედრო ტექნიკის ანალოგიური რაოდენობა განადგურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share