გურიის კოლორიტი ომარ ურუშაძე დღეს 78 წლის გახდა

გურიის კოლორიტი, მსახიობი, თეატრის ანსამბლის ვოკალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ბევრი საპატიო ჯილდოს მფლობელი – ომარია ურუშაძე. 1944 წლის 9 მარტს დაიბადა.

მორიგე ექიმს უთქვია დღეს 9 გოგო და 1 ბიჭი დაიბადა, მოდი ომისხნა დაარქვითო.

ომისხანა დღეს 78 წლისაა.

მართლაც ბევრი ომი და ქარტეხილი გამოიარა მხნედ, სიმღერითა და იუმორით. ეს მისთვის გასაჭირის გადალახვის ერთ-ერთი ხერხია და მშვენივრადაც გამოსდის.

ვუსურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და სასიკეთო ცვლილებებს ყველგან, თავის საყვარელ ოჯახში, თეატრში და სამშობლოში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share