მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) საქართველოში, მაღაზიებში ხალხის მიერ გარკვეული პროდუქტების პანიკურ შესყიდვას სოციალური ქსელით ეხმაურება:
“ჩვენ ქვეყანაშიც ომია, ოღონდ ისევ ქართველები გვიწყობენ ომს…
ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს… მაღაზიებმა უკვე გადამალეს, რომ გააძვირონ და უკრაინის მიწაზე რუსებისგან ანთებული ცეცხლით ხელები მოითბონ…
ან ვის შეერგება ომის დროს მოპოვებული სიმდიდრე…
ამაზე უარესი ღალატი არ არსებობს, როცა შენს მოსახლეობას შიმშილისთვის იმეტებ!..
ღალატი კი უპასუხოდ არ დარჩება!..”, – წერს პეტრე კოლხი.