სურსათის, სიგარეტისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების მწვავე დეფიციტი ქართულ ბაზარზე. უკვე რამდენიმე დღეა, სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა რიგები დგას, პროდუქტების მარაგი კი იწურება.
რუსეთის ეკონომიკაზე მიბმულმა ქვეყანამ ახალი ბაზრების მოძიება უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში ახალი კრიზისი გარდაუვალი იქნება, თუმცა მოსახლეობისთვის მოვლენათა ნებისმიერი განვითარება პრობლემური იქნება.
ევროპულ ბაზარზე გადასვლის შემთხვევაში, მარაგები შეივსება, თუმცა გაუფასურებული ლარის პირობებში ქართულ ბაზარს ფასების მატების ახალი ტალღა მოიცავს.
მოსალოდნელია თამბაქოს ნაწარმის მკვეთრი გაძვირება, თუმცა მანამდე სიგარეტი საქართველოში შესაძლოა გარკვეული პერიოდით საერთოდ გაქრეს.
მთავარი არხი