ვლადიმერ პუტინის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამერიკის დაზვერვა სწავლობს. რა ხდება კრემლის ლიდერის თავში და რას უნდა მოელოდეს მსოფლიო მისგან.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, ეროვნული დაზვერვის და სამხედრო დაზვერვის “შეფებმა” დღეს კონგრესში სცადეს დეტალურად გაეცათ პასუხი ამ კითხვებისთვის. დასკვნები მძიმეა, რუსეთის ლიდერი სულ უფრო საშიში ხდება და დასავლურმა სამყარომ შესაბამისი პრევენციული ნაბიჯები უნდა გადადგას.
უკრაინის არმიის სრული განადგურება დიდი სისხლის ფასად და ბირთვული იარაღის გამოყენების სულ უფრო დიდი საფრთხე – ეს არის ის, რასაც ამერიკული დაზვერვა პუტინისგან მოელის, მაგრამ არსებობს დამაიმედებელი ცნობებიც, რომლის მიხედვითაც, კრემლის ლიდერის გარემოცვა სულ უფრო მცირდება და სულ უფრო მეტი რუსი მაღალჩინოსანი რწმუნდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი არაადეკვატურობის ზღვარზეა.
მთავარი არხი