საქართველოში ჩამოსული რუსები ბიზნესებს ირეგისტრირებენ – უკონტროლო საზღვრები და ქვეყანა სანქციების საფრთხის წინაშე

ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულად გახსნილი საზღვრები – ქაოტური მიგრაცია საქართველოში საგანგაშო ნიშნულს აღწევს, თუმცა არა საქართველოს ხელისუფლებისთვის.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში, რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა.

სტატისტიკა ადასტურებს, რომ სანქციებს გამოქცეულები საქართველოში დარჩენასა და ბიზნესების განვითარებას ხანგრძლივად აპირებენ, რაც ოპოზიციისთვის სახიფათო სიგნალია. ხელისუფლების ოპონენტები შიშობენ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოც მსოფლიოსგან დასანქცირებული აგრესორი ქვეყნის გვერდით აღმოჩნდება.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share