ოპოზიციას მოუწევს მსჯელობა და შესაძლოა დამოკიდებულება შეიცვალოს – ახვლედიანი ISFED-ის განცხადებაზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი, არმაზ ახვლედიანი „ღამის კურიერის“ ეთერში  აცხადებს, რომ ოპოზიცია თავის პასუხს ჩამოაყალიბებს.

ის Isfed-ის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს დასკვნა განხილვის საგანი უნდა გახდეს.

„ოპოზიციას მოუწევს ამ დასკვნაზე მსჯელობა და შესაძლოა, რაღაც ნაწილში დამოკიდებულება შეიცვალოს. ამ დასკვნას უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ISFED-ი პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share