იზიუმისთვის ბრძოლებში დაიღუპა ლეგენდარული უკრაინელი ჯარისკაცი - ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული უნიანი სტატიას უკრაინელი ჯარისკაცის, იაშკა ციგანკოვის შესახებ.
“მან იცოდა, რომ ომი იქნებოდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით. და თავი შესწირა ხალხს”, – წერს ფეისბუქზე უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი
„ის ნამდვილად არ იყო მათთაგანი, ვისაც ეშინია არტილერიის და ავიაციის… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საუკეთესოები ჯერ სამოთხეში მიდიან, ბრძოლაში მაინც უნდა მივიღოთ ასეთი ჯილდო… მალე გნახავთ.. ”, – წერს ბელორუსი ოპოზიციონერი და მოხალისე იან მელნიკოვი.
აღსანიშნავია, რომ ხარკოვთან დაღუპულ უკრაინელ სამხედროს, თავის ფეისბუქ გვერდზე ე.წ. ქავერ ფოტოდ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო ჰქონდა დაყენებული.
ფოტოზე კი, რომელსაც უნიანი ავრცელებს, იაშკა ციგანკოვს ქართული ჯარის ფორმა აცვია, საქართველოს დროშის ნიშნით.