კულება-ლავროვის მოლაპარაკებები იწყება – ანტალია მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკვე თურქეთშია. ანტალია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, სადაც ამ წუთებში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვის შეხვედრა უნდა დაიწყოს; თურქეთშია ლავროვიც.

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის მე-15 დღეს, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატი, მოლაპარაკების მაგიდასთან, დღეს პირველად დასხდებიან.

ცნობილია, ოფიციალური კიევის მთავარი მოთოხვნებიც – ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება.

მოლაპარაკების დაწყებამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ კულებასა და ლავროვს ცალ-ცალკე შეხვდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share