ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაკავებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ბელარუს სპეციალისტებს აგზავნის. მისი თქმით, სპეციალისტების გაგზავნის მიზანი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაა.
„ენერგეტიკის მინისტრს დაევალა ამ სამუშაოების ორგანიზება, რათა სასწრაფოდ მიეწოდებინათ იქ ელექტროენერგია. ჩვენ გვაქვს საბჭოთა დროინდელი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახლა დაზიანებულია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.