თუ დადასტურდა რომ მამა ვახტანგი “ალტ-ინფოს” ორგანიზაციულ საკითხებში ეხმარება, მღვდლობა შეუჩერდება – მეუფე იოსები

შემოქმედის ეპარქიის ხელმძღვანელი, მეუფე იოსები  ტვ პირველის ეთერში გასულ მასალას ეხმაურება და ამბობს, რომ  თუ  დადასტურდა მამა ვახტანგ თოხაძის ჩართულობა “ალტ ინფოს” პარტიის ოზურგეთის ოფისის დაკომპლექტებაში, სასულიერო პირს მღვდლობა შეუჩერდება.

“თუ დადასტურდა ეს ინმფორმაცია, რომელსაც მამა ვახტანგი უარყოფს, მღვდლობა შეუჩერდება. უკვე ვესაუბრე მას ამის შესახებ. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ოკუპანტ რუსეთთან  დაკავშირებით,
უკვე ბეურჯერ გავაკეთე განცხადება ამის შესახებ და თუ მამა ვახტანგი მხარში ამოუდგება ალტ.ინფოს საქმიანობას, აუცილებლად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, 
მე მას ვესაუბრე და გავაფრთხილე სამღვდელოებასთან ერთად”– აცხადებს მეუფე იოსები. 

მამა ვახტან თოხაძემ ტვ პირველთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ის “ალტ ინფოს” პარტიის მხარდამჭერია, ხოლო კითხვაზე, უშუალოდ არის თუ არა ჩართული პარტიის ოფისის ორგანიზაციულ საკითხებში პასუხი აღარ გასცა.

ოზურგეთის  ცენტრში მოძალადე დაჯგუფების შტაბში სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც ირკვევა, ხელაშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო ფართის მეპატრონე კახი კალაძის ახლო მეგობარი ილია კეჭაყმაძე და ოზურგეატის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე არიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share