“მთავრობის შემადგენლობა სულ ერთია” – ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე

მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას ოპოზიციაში უმნიშვნელოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს მთავრობაში მხოლოდ ოლიგარქი იღებს.

“მთავრობის შემადგენლობა სულ ერთია როგორი იქნება და რა სახელები და გვარები იქნება იქ იმიტომ, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და მის გაწყვეტილებებს ასრულებენ სხვადასხვა სახელისა და გვარის მთავრობის წევრებიც და “ოცნების” პარლამენტის წევრებიც”, – ამბობს ნატო ჩხეიძე, “ენმ”-ს წარმამოდგენელი.

მინისტრთა კაბინეტის სიას “ოცნება” სავარაუდოდ ორშაბათს წარადგენს.

პრემიერმა, გიორგი გახარიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს, რეგლამენიტს მიხედვით მთავრობის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ გუშინ, 11 დეკემბერს მიმართა. პარლამენტმა მიმართვა ცნობად უკვე მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად ისევ გიორგი გახარიას დანიშვნას აპირებს. ვაკანტურია იუსტიციის მინისტრის ადგილი, რადგან თეა წულუკიანი გუშინ განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share