“ოცნება” ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობს – რა სტატუსი ექნება რუსეთს ახალ დოქტრინაში

უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში, ევროპულმა ქვეყნებმა უშიშროების საბჭოს სხდომები გამართეს – საქართველო კი ამ დრომდე უმოქმედოდაა. “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ ეს ფორმალობაა. ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრისთვის უშიშროების საბჭოს სხდომა სულაც ირონიის და ყალბი პიარის თემაა.

თუმცა არსებობს კიდევ ორი მიზეზი, რომელთა გამოც პრემიერი და მთავრობის წევრები არ აქტიურობენ . პირველ რიგში ეს პრემიერმინისტრის ახირებაა, რომელსაც არ უნდა ქვეყნის მთავარსარდალს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ანგარიში ჩააბაროს. და მეორე – უშიშროების ახალი კონცეფცია, რომელსაც ასევე ღარბაშვილის ოფისი ამზადებს, და რომელშიც რუსეთის სტატუსი უნდა განისაზღვროს.

რა სტატუსი ექნება ახალ დოქტრინაში რუსეთს – 2011 წლის დოკუმენტში ის ოკუპანტად არის მოხსენიებული – გაბედავს თუ არა იგივე სახელის დარქმევას “ქართული ოცნება” ახლა.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share