წულუკიანი ISFED-ს: კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით”

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის ახალარჩეული თავმჯდომარე თეა წულუკიანი ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის (PVT) შედეგების ჩასწორებას ეხმაურება, რომლითაც ქართულ ოცნებას ამავე მაჩვენებლით შედეგები 2 პროცენტით გაეზარდა.

“ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ “შეცდომით”! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა “მძიმე მდგომარეობაა”, ხოლო თქვენი “შეცდომის” გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ NGO, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს?

მოიხადეთ ბოდიში “ხარვეზისათვის” (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის !”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share