ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჰააგის სასამართლომ გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ორდერი ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანიმ გამოსცა:
ეს მაღალჩინოსნები არიან:
- მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, გენერალ-ლეიტენანტი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად 2005 წელს დაინიშნა და თანამდებობაზე 2008 წლის 31 ოქტომბრამდე იყო;
- გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
- დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში.