“ტელეფონებში თავჩარგულ ბავშვებს ვხედავ და მეცოდებიან, რომ ჩემფერი დეიდა არ ყავთ ქვედა აკეთში”

ზაფხულის არდადეგებზე ერთხელ მაინც დეიდაჩემთან მაგზავნიდნენ.
დეიდა ღლონტებთან, დედამთილ მამათილთან და მაზლის ცოლშვილთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა აკეთში, როგორც მაშინდელ გურიაში იტყოდნენ ჯარ სულად ..
კოტე ბაბუას დიდი ყანები ქონდა კორიზაის ველზე და ზაფხულში დილიდან დაღამებამდე სულ იქ იყო. ჩვენ ასე ვიცოდით “ომში ნევრები აქვს გაფუჭებულიო”, რომ დაბრუნდებოდა აღარ ვღრიანცელობდით, ვერიდებოდით.
დარეჯან ბებია დილაობით ბახჩიდან გადმოსული სულ კვიჭიჭა მსხლის ძირში იჯდა ჯერკოზე, ჭასთან. დაბალ ხმაზე მოსაუბრე, ფუმფულა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. დამჯდარი მთას გადავდგამო იტყოდა, სიარული უჭირდა, იჯდა და საქმობდა..
ქეთინო დეიდა კიარ დადიოდა დარბოდა, ერთხელ ვკითხე რეიზა დარბიხარ მეთქი?
რომელიცხამ თვარ ირბინა ისე ოჯახი არ იქნება ნენაო მიპასუხა.
ბიძაჩემი ნოქარი იყო და გაგურში სოფლის უნივერმაღი ებარა, რომ დაბრუნდებოდა ყავისფერი ქაღალდის “კულიოკებით” ყარაყუმი, “ლასტოჩკა” და კიბოს კისერი მოქნდა ბევრი, დღეს მივიღე ახალიაო გვეტყოდა, შუკის თავში შევეგებებოდით და იქვე ავადენდით ბდღვირს..
კოტე ბაბუას ძმა, ტარასი, ყრუმუნჯი იყო და კოლმეურნეობის თაღრის ჭიშკარს დარაჯობდა, მეველეობდა ზაფხულობით, ოდაში, პირველ სართულზე ქონდა ოთახი, სული გველეოდა იმ ოთახში თამაშზე..
პირველად ამ ოჯახში ვნახე ორ დიდ კეც ჭადს ერთად რომ აცხობენ და 4 ქათამს ერთად კლავენ სადილისთვის. ფორჩხის კიტრს და გულა პამიდორს დიდი ემალის გობზე დაჭრიდნენ და 3 ფილ დანაყულ სუნელს, ნედლი ზაფრანას ყვავილს და ჭიქით ძმარს მოასხამდენ..
დიდი, გრძელი სუფრა იშლებოდა ყოველ საღამოს. სამი, ოთხი თეფშით ზედმეტს დადებდა დეიდაჩემი, ვინმე დეიძახებსო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ რავარც ვინმე უსათუოდ დეიძახებდა და შემოგვესწრებოდა..
მე ისე მმასპინძლობდენ, როგორც დიდ საპატიო, პატივსაცემ სტუმარს, მივლიდნენ, თავს მევლებოდენ და მანებივრებდნენ.
თუ ბიძაჩვენი დაღლილი არ მოვიდოდა სათევზაოდ წაგვიყვანდა წყალზე, მაჩიას ნანაიას და მე..
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ყიჟინით ვიკლებდით სოფელს და ყირაზე გადავდიოდით სიხარულით. სამაგიეროდ ბადიდან ფესვების, ბალახების და ზოგჯერ თევზის გამორჩევა ჩვენი მოვალეობა იყო..
ოცდაათ წელზე მეტი გავიდა ამ ლაღი და ბედნიერი ბავშვობიდან. ახლა ნაგომარში, სუფსის გამბულა ბოგასთან, რომ გავივლი გული ამიფართქალდება და თუ შემთხვევით მდინარეში შარვალაკაპიწებულ მებადურს დავინახავ, ისე მინდება მანქანიდან გადახტომა და მეც მის გვერდით ჩადგომა თავბრუ მესხმის, გული სიხარულით მევსება და თვალი კურცხლით..
ტელეფონებში თავჩარგულ ბავშვებს ვხედავ და მეცოდებიან, რომ ჩემფერი დეიდა არ ყავთ ქვედა აკეთში.
ამ ოჯახს ვუმადლი იმ სიყვარულის ერთ დიდ ნაწილს, გურიიდან რომ მერგო, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვარიგებ, ვარიგებ, ვარიგებ და ჯერ არც არაფერი დააკლდა მგონია..
ზურა შევარდნაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    ვინ არის ლუკა ჩიქოვანი- ქართველი მსახიობის წარმატების გზა იტალიასა და ამერიკაში26 წლის ქართველი მსახიობი, ლუკა ჩქოვანი, კანის კინოფესტივალის შემდეგ, ვენეციის ბიენალეზე გამოჩნდა. ლუკა 1994 წელს, თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როცა დედამ იტალიაში წაიყვანა. მან პოპულარობა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით მოიპოვა და მალე იტალიელი თინეიჯერების რჩეულიც გახდა. 2016 წელს, გამოუშვა საკუთარი ალბომი და კლიპიც გადაიღო. მისი სამსახიობო დებიუტი, ორი…
    Tags: და, რომ
  • 100
    „როგორ აღვზარდოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვები“გამოწვევები, სირთულეები და რეგრესული პერიოდი ყველას ცხოვრებაში გარდაუვალია. მასთან გამკლავება თითოეულ ინდივიდს მოუწევს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ, უშფოთველად დაძლიონ სირთულეები და კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეინარჩუნონ სიმშვიდე. ყოველდღიურ საზრუნავზე, შვილის საშინაო დავალებებზე და სკოლაში მიღებულ ქულებზე ფიქრის გამო მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვები შესაძლოა ვერ ავითარებდნენ სათანადო…
    Tags: და, რომ
  • 100
    გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს - მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა…
    Tags: და, რომ
  • 100
    "ბრძოლით და რწმენით ყველაფერი შესაძლებელია" - ინტერვიუ ანა გობრონიძესთანანა გობრონიძე "ლანჩხუთის" ქალთა საფეხბურთო გუნდის ასაკით ყველაზე პატარა მოთამაშეა. ის სულ რაღაც 16 წლის არის. გურიის კლუბი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე გავიდა და 9 დეკემბერს შვედურ "როზენგარდს" დაუპირისპირდება. რამდენი წლის იყავი ფეხბურთის თამაში რომ დაიწყე და რა იყო ინსპირაციის წყარო? "ფეხბურთისკენ მიდრეკილება ბავშობიდან მქონდა, ძალიან მიყვარდა ეს სპორტი, და…
    Tags: და, რომ